საზოგადოება

გაზის საფასური შესაძლოა მოხმარებული მოცულობის მიხედვით შეიცვალოს - ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის

27 ოქტომბერი, 2026 - 13:14

გაზის საფასური შესაძლოა მოხმარებული მოცულობის მიხედვით შეიცვალოს - ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. სემეკს უფლება ექნება , საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის განსხვავებული ტარიფები დაადგინოს. ნაკლები მოხმარება შედარებით იაფი იქნება, ჭარბ მოხმარებაზე კი განსხვავებული ტარიფი იმოქმედებს.