უკრაინაში სამართლიანი, მდგრადი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების სრული გათვალისწინებით არის შესაძლებელი | კრემლი
ვლადიმერ პუტინმა უკრაინის კონფლიქტი ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან და ნორვეგიის პრემიერმინისტრ იონას გარ სტორესთან განიხილა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სამართლიანი, მდგრადი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების სრული გათვალისწინებით არის შესაძლებელი. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების კონფრონტაციულ პოლიტიკაზე, რაც საომარი მოქმედებების გახანგრძლივებას იწვევს“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში ევროპელ ლიდერებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
ამავე განცხადებით, "ლიდერებმა განიხილეს ოსლოში ბოლო დროს გამართული მოლაპარაკებები და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შემდგომი ვიზიტი სანქტ-პეტერბურგში. პუტინმა ასევე მიაწოდა ინფორმაცია სტუბს და სტორეს ოლეშიკის რაიონში ჰუმანიტარული ოპერაციისა და ხერსონის რეგიონში დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ."