მნიშვნელოვანი ოპერაცია კუპიანსკის მიმართულებაზე - განადგურებულია 100-ზე მეტი რუსი ოკუპანტი, 30-ზე მეტი აყვანილია ტყვედ | ზელენსკი
მნიშვნელოვანი ოპერაცია კუპიანსკის მიმართულებაზე - განადგურებულია 100-ზე მეტი რუსი ოკუპანტი, 30-ზე მეტი აყვანილია ტყვედ, - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
„მნიშვნელოვანი ოპერაცია კუპიანსკის მიმართულებაზე - მიხაილო დრაპატიმ, იგორ ობოლენსკიმ და პავლო პალისამ მომახსენეს ოპერაცია „ველესის“ პირველი შედეგებისა და მიმდინარეობის შესახებ, რომელსაც უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-2 კორპუსი ახორციელებს. უკვე განადგურებულია ასზე მეტი რუსი ოკუპანტი, ოცდაათზე მეტი აყვანილია ტყვედ. მიწისქვეშა დაწინაურება - 15 კილომეტრზე მეტი. რუსები უკვე ცდილობდნენ მიწისქვეშა გაზის კომუნიკაციების გამოყენებას, რათა ჩვენი პოზიციების გავლით წასულიყვნენ წინ და გადასულიყვნენ იერიშებზე. უკრაინელმა მეომრებმა წარმატებით მოახდინეს ამ ტაქტიკის ტრანსფორმაცია, გახადეს ის ბევრად უფრო გააზრებული და ტექნოლოგიური. ვუფრთხილდებით ჩვენი ადამიანების სიცოცხლეს, დანაკარგებს ვაყენებთ ოკუპანტს და ვაღწევთ დასახულ მიზნებს კუპიანსკის მიმართულებაზე. დიდება უკრაინას!“, - წერს ზელენსკი.