გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა
გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო. ცვლილებებს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო.
სემეკს ენიჭება უფლებამოსილება წყლისა და ბუნებრივი აირის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის დიფერენცირებული ტარიფები დაადგინოს. მეტი მოხმარება, შესაძლოა, უფრო ძვირი დაჯდეს. ახალი წესი წყლის ტარიფებზე 2036 წლამდე, გაზის ტარიფებზე კი 2038 წლამდე იმოქმედებს.