მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, მზია ლომთათიძემ დღეს დაამტკიცა.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ზოდელავა და ბერიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ, ირაკლი ჩხვირკია - 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი -16 ნოემბერს.