ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა | ამის შესახებ რუსეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე კრეჩეტოვმა მამუკა ფიფიასთან და ოთარ ფარცხალაძესთან შეხვედრაზე განაცხადა. კრეჩეტოვი არ აკონკრეტებს, თუ ვინ იქნება ქართულ დელეგაციაში.
"ორ ეკლესიას შორის ურთიერთობა ყოველთვის ძმური იყო, ის ყველაზე რთულ მომენტებშიც კი ნარჩუნდებოდა. რა თქმა უნდა, ამაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა განსვენებულმა უწმინდესმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. ახლა კი, როდესაც უწმინდესი უკვე უფალთან მიიცვალა, ურთიერთობები მაინც გრძელდება - მალე უწმინდესი პატრიარქის, კირილის იუბილე იქნება და მას ქართული დელეგაციაც დაესწრება“ | განაცხადა მან.
რუსეთის პატრიარქი კირილი 20 ნოემბერს 80 წლის გახდება.