საზოგადოება

საქართველოში, სასმელი წლის მოხმარება საშუალოდ დღიურად 192 ლიტრია. ევროკავშირში კი 140 ლიტრი. ამას უყაირათო მოხმარება ჰქვია | სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი

28 ოქტომბერი, 2026 - 20:18

საქართველოში, სასმელი წლის მოხმარება საშუალოდ დღიურად 192 ლიტრია. ევროკავშირში კი 140 ლიტრი. ამას უყაირათო მოხმარება ჰქვია | ამბობს სემეკის წევრი გიორგი ფანგანი Interpressnews-თან.

“აქტიური მუშაობა მიდის უშუალოდ ტარიფებთან დაკავშირებით. მიდის როგორც მარეგულირებელი აუდიტი, ასევე სხვა ტარიფის ძირითადი შემადგენელი კომპონენტების დათვლა და დეკემბრის ბოლოს, როგორც ყოველთვის, უკვე გვექნება ზუსტი სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ტარიფები მომხმარებლებისთვის. გაზის შემთხვევაში რამდენიმე ტიპის ტარიფები იყო დადგენილი, ჩვენს შემთხვევაში, ახლა რაზეც ვსაუბრობთ, ვადა გადის 2026 წელს. არსებობს ბევრი ტიპის ტარიფი. მსოფლიო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, არსებობს დღე-ღამური ტარიფი, რაც ძალიან აპრობირებულია იგივე დასავლეთში. არსებობს ფიქსირებული ტარიფები, მოხმარების მიუხედავად იხდი გარკვეულ თანხას, ამას უწოდებენ ინფრასტრუქტურის მზადყოფნის ტარიფს და ასე შემდეგ. საქართველოში გვაქვს ერთადერთი საფეხურებრივი ტარიფი ელექტროენერგეტიკაში. ეს ნიშნავს, რომ ყოველი მომდევნო თვიდან ვიწყებთ ახალ ათვლას. რაც შეეხება ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების ტარიფებს, მეთოდოლოგიის დამტკიცების შემდეგ გვეცოდინება, არსებობს რამდენიმე სცენარი. ჩვენი ამოცანაა სოციალური საკითხების გათვალისწინება, მოწყვლადი მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება, მნიშვნელოვანია შემოვიღოთ ისეთი მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობას. საქართველოში, სასმელი წყლის მოხმარება საშუალოდ დღიურად 192 ლიტრია, ევროკავშირის ქვეყნებში კი გასაშუალებული 140 ლიტრი. ანუ ამას უყაირათო მოხმარება ჰქვია. მეთოდოლოგიაში გვაქვს რამდენიმე სცენარი მოაზრებული და რომელსაც დავამტკიცებთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საზოგადოებას გავაცნობთ. რა თქმა უნდა, მათ შორის ერთ-ერთ სცენარად მოიაზრება საფეხურებრივი ტარიფის დაწესება“ | ამბობს გიორგი ფანგანი.