უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები შესაძლოა აბუ-დაბიში 10 ნოემბერს გაიმართო | ზელენსკი
"ძალიან კარგი საუბარი შედგა ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბერნემთან და ჩვენ მადლიერი ვართ ბრიტანეთის უცვლელი, ძლიერი და ნამდვილად ლიდერული მხარდაჭერისთვის. დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 10 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს - 7 მილიარდი ფუნტი მოხმარდება უკრაინის ეკონომიკის გადარჩენასა და დაფინანსებას მომდევნო 3 წელში, ხოლო 3 მილიარდი ფუნტით უკრაინა ბრიტანულ იარაღსა და თავდაცვის ტექნიკას იყიდის. ეს არის იმ ყოველწლიური მხარდაჭერის დამატება, რომელსაც ბრიტანეთი უკვე უწევს უკრაინას.
ნამდვილად ძლიერი ნაბიჯია - სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთმა უნდა დაინახოს და იგრძნოს, რომ უკრაინა მარტო არ დარჩება იმ პრობლემებთან, რომელთა მასშტაბირებასაც რუსეთი ასე ცდილობს. უკრაინის გაძლიერებისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი - ეს არის რუსეთის მიახლოება იმ აზრამდე, რომ მათ ეს თავისი ომი უნდა დაასრულონ.
რა თქმა უნდა, ენდისთან ერთად განვიხილეთ სანქციების პოლიტიკაც და ბრიტანეთი ამ საკითხში კვლავ პრინციპული იქნება. ეს გლობალურად მნიშვნელოვანი მაგალითია.
მადლიერი ვარ ბრიტანეთის, მადლიერი ვარ პრემიერმინისტრ ბერნემისა და მისი გუნდის, მადლიერი ვარ მსოფლიოში თითოეული ადამიანის, ვისაც ესმის, რომ ღირს უკრაინის გვერდით დგომა, რაც ისტორიის სწორ მხარეს ყოფნას ნიშნავს" | წერს ზელენსკი.