უცხოეთი ციტატა

რუსეთმა და უკრაინამ დაიწყეს ნაღმებისგან გაწმენდის ოპერაციები, რათა უზრუნველყონ ოლეშკიში ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო შეტანა | მელანია ტრამპი

28 ოქტომბერი, 2026 - 22:52

"რუსეთმა და უკრაინამ დაიწყეს ნაღმებისგან გაწმენდის ოპერაციები, რათა უზრუნველყონ ოლეშკიში ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო შეტანა.

ეს ოპერაციები ტარდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, რაც დაადასტურა უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა" | წერს აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი X-ზე.

23 ოქტომბერს, უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში. ცეცხლის შეწყვეტის მიზანია ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მომზადება.