საზოგადოება ციტატა

დავით ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში - გამოძიება დაადგენს იმ პირების სახელებს და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რატომ მოხდა მათი შესახლება | პაატა სალია

29 ოქტომბერი, 2026 - 00:08

დავით ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში - გამოძიება დაადგენს იმ პირების სახელებს და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რატომ მოხდა მათი შესახლება | განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ რუსთავი 2-ის ეთერში.

"ერთი რამე შემიძლია, დაგიდასტუროთ, [დავით] ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში. გამოძიება დაადგენს კონკრეტულად იმ პირების სახელებს და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული და ა.შ. ეს არის გამოძიების მიერ დასადგენი. იმედი მაქვს, მალე გვეცოდინება გამოძიების თუნდაც პირველადი შედეგები” | განაცხადა პაატა სალიამ.