რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა | სტუბი
რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა | განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას.
"რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა... ჩემი აზრით, ეს არის სიცოცხლის ფუჭად კარგვა. ასე რომ, ამ ომის გაგრძელება წამგებიანია. ამგვარი რამ ჩვენ წარსულში არ გვინახავს - ჩვენ ვუყურეთ უპილოტო საფრენ აპარატებს, ჩვენ ვუყურებთ 20 კილომეტრის მანძილზე სასიკვდილო ზნებს, სადაც ვერც კი შეხვალ, რადგან არსებობს 99%-იანი შანსი, რომ მოკვდები... რუსებს უნდათ, რომ უკრაინელებში შიში გააჩინონ და ის გატეხონ. უნდა ვიპოვოთ დრო, როცა მკვლელობები შეჩერდება" | განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.