რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში იწვის სამხედრო აეროდრომი, სადაც საფრონტო ბომბდამშენები და სადაზვერვო თვითმფრინავებია განთავსებული
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში იწვის სამხედრო აეროდრომი, სადაც საფრონტო ბომბდამშენები (Su-34) და სადაზვერვო თვითმფრინავებია განთავსებული. მარინოვკის ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძრის კერძებს NASA FIRMS-ის თანამგზავრული მონიტორინგის სისტემა აფიქსირებს, რასაც წინ რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საშიშროების გამოცხადება უძღოდა - ვოლგოგრადის ოლქში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოსახლეობას უსაფრთხო, უფანჯრო ოთახებში გადანაცვლებისკენაც მოუწოდა.