ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ამის ამსახველ კადრებს „სანდო წყარო“ ავრცელებს - გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიტიკოსი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და ეტლს იყენებს
„აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ!“ | თქვა პოლიტიკოსმა კლინიკაში შეყვანამდე
მოგვიანებით კოალიცია ცვლილებისთვის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხოშტარია თოდუას კლინიკაში გეგმური კვლევებისთვის გადაიყვანეს