რუსეთმა ოქტომბერში რეკორდული რაოდენობის 49 040 სამხედრო დაკარგა
რუსეთმა ოქტომბერში რეკორდული რაოდენობის 49 040 სამხედრო დაკარგა | ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალური გენშტაბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ წინა რეკორდი 2024 წლის დეკემბერში დაფიქსირდა და 48 670 ადამიანს შეადგენდა.
"2026 წლის 29 ოქტომბრის მონაცემებით, მიმდინარე თვეში მოწინააღმდეგის საბრძოლო ცოცხალი ძალის მთლიანმა დანაკარგმა 49 040 ადამიანი შეადგინა. ეს არის ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდან“ | ნათქვამია განცხადებაში.
გამოცემა წერს, რომ ოქტომბერში რუსეთი დღეში საშუალოდ 1 750-მდე სამხედროს კარგავდა. რუსეთის დანაკარგები სტაბილურად იზრდება: 2026 წლის თებერვალში - 26 090 ადამიანი, სექტემბერში - 46 230, ხოლო ოქტომბერში - 49 040.