უცხოეთი

მონტენეგრომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

1 ნოემბერი, 2026 - 14:51

მონტენეგრომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. დღეიდან, 1 ნოემბრიდან სავიზო რეჟიმი ამოქმედდა, რომლის მოსაკრებელიც 35 ევრო იქნება.

ეს გადაწყვეტილება მონტენეგროს მთავრობამ ევროკავშირის სტანდარტებთან საკუთარი სავიზო პოლიტიკის ჰარმონიზაციის მიზნით მიიღო. ამავე მიზეზით, დღეიდან მონტენეგროში შესასვლელად ვიზა დასჭირდებათ ბელარუსის, თურქეთის, ჩინეთისა და საუდის არაბეთის მოქალაქეებსაც.