უკრაინელებმა რუსეთში ქსტოვოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
უკრაინელებმა რუსეთში ქსტოვოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს | ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი ცნობით, ადგილზე ძლიერი ხანძარია. დარტყმის შედეგად დაზიანდა ტექნოლოგიური დანადგარები, რამაც საწარმოო პროცესების შეჩერება და სიმძლავრეების შემცირება გამოიწვია.
„ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინთეზი“ რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც საწვავსა და საპოხ მასალებს აწარმოებს. საწარმოს სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 17 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს, ანუ დღეში დაახლოებით 340 ათას ბარელს.