FBI-ს გამოძიებით Binance-დან მილიარდობით დოლარის აქტივების მოპარვის უკან ჩრდილოეთ კორეის ჰაკერული დაჯგუფება დგას
FBI-მ Binance-დან მილიარდობით დოლარის მოპარვაში ჩრდილოეთ კორეა დაადანაშაულა | ინფორმაციას ABC News ავრცელებს და წერს, რომ ბიურომ შაბათს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირის თავდასხმა უკავშირდება ჯგუფ „TraderTraitor-ის კიბერ-აქტივობას“.
FBI-მ სთხოვა კრიპტო-ბირჟებს, ბლოკჩეინ-ანალიტიკურ კომპანიებსა და სხვა მხარეებს, დაბლოკონ ტრანზაქციები, რომლებიც დაკავშირებულია მითითებულ მისამართებთან, რათა თავიდან აიცილონ მოპარული თანხების გათეთრება და მათი წარმოშობის დაფარვა.
Binance-მა ჰაკერული თავდასხმის შედეგად მოპარული თანხების 90% უკვე დაფარა. კრიპტობირჟამ ზარალის ასანაზღაურებლად SAFU-ს სარეზერვო ფონდის ნაწილი, ფიუჩერსების სადაზღვევო ფონდის სახსრები და საკუთარ ხაზინა გამოიყენა.