დალასში ჰელოუინისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დროს სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა
დალასში ჰელოუინისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დროს სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. დალასის პოლიციის ცნობით, შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ გასართობ უბანში ღამის განმავლობაში, ნახევარი საათის ინტერვალებით სამ სხვადასხვა ლოკაციაზე - ბარებსა და საკონცერტო სივრცეებთან ახლოს მოხდა. პოლიციის უფროსის თქმით, დაკავებულია და იკითხება რამდენიმე პირი, თუმცა ჯერჯერობით მომხდართან მათი უშუალო კავშირი უცნობია.
ადგილობრივი მედია წერს, რომ შემთხვევის ადგილას პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა იყო მობილიზებული. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა და მდგომარეობა ჯერ კიდევ ზუსტდება, რადგან ნაწილმა სამედიცინო დაწესებულებებს დამოუკიდებლად მიმართა. გამოძიება გრძელდება იმის დასადგენად, არის თუ არა თავდასხმები ერთმანეთთან დაკავშირებული.