თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სავარაუდო სექსუალური იძულებისა და ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროში „მთავარს“ დაუდასტურეს, რომ თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარი სავარაუდო სექსუალური იძულებისა და ცემის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. შემთხვევა დაახლოებით 2 კვირის წინ, სკოლის საპორფაერეში მოხდა
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე არასრულწლოვანი ფიგურირებს.