მერაბ დვალიშვილს სასტუმროში თავს დაესხნენ
მერაბ დვალიშვილს აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები თავს დაესხნენ. მერაბ დვალიშვილის თქმით თავს უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები დაესხნენ
"სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს ვაძლევდი, როდესაც უსმანი და მისი მეგობრები უკნიდან მოგვიახლოვდნენ და მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს მუშტები დაგვიშინეს. დაცვის თანამშრომლებს მე დაკავებული ვყავდი, ისინი კი მაშინაც გვირტყამდნენ და წიხლებს გვირტყამდნენ, როცა უკვე ძირს ვიწექით ნამდვილი ლაჩრებივით იქცეოდნენ" - თქვა მერაბ დვალიშვილმა ვიდეოში, რომელიც თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში