საქართველოს მთის კურორტებზე საბაგიროების სეზონური აბონემენტი 650-დან 1 000 ლარამდე ძვირდება
საქართველოს მთის კურორტებზე საბაგიროების სეზონური აბონემენტი 650-დან 1 000 ლარამდე ძვირდება | ამის შესახებ ინფორმაცია მთის ტრასების სააგენტოს ოფიციალური არხებიდან ვრცელდება. საქართველოში ოთხ მთის კურორტზე ზამთრის სათხილამურო სეზონი 20 ნოემბრიდან იხსნება და განახლებული ფასები სწორედ ამ დღიდან ამოქმედდება.
თუ გუდაურში ერთი საბაგიროთი სარგებლობის ერთი დღის სააბონენტო ქართველებისაც და უცხოელებისთვისაც გასულ წელს 70 ლარი ღირდა, 2026-2027 წლების ზამთრის სეზონზე ქართველებისთვის 90 ლარი, უცხოელებისთვის კი 120 ლარი ეღირება. სეზონური აბონემენტი კი ორივე შემთხვევაში კი 650-დან 1 000 ლარამდე გაძვირდა. ბავშვების შემთხვევაში ის 500 ლარი ეღირება იმ დროს, როდესაც შარშან 325 ლარი ღირდა
ბაკურიანში კი საბაგიროებით სარგებლობის 1 დღის აბონემენტი 55 ლარიდან 75 ლარამდე, 1-კვირიანი 296-დან 395 ლარამდე გაძვირდა; უცხოელებს 1 დღით აბონემენტის შეძენა 100 ლარად შეეძლებათ. ღამის სრიალის აბონემენტის ღირებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის 20 ლარით 60 ლარამდე გაიზარდა, უცხოელებისთვის 40 ლარით 80 ლარამდე, ხოლო ერთი ასვლა 15-დან 50-მდე უფროსის შემთხვევაში, ბავშვის შემთხვევაში 25 ლარამდე, უცხოელის კი 70 ლარამდე
მესტიაში, ჰაწვალსა და ზურულდზე აქამდე ერჯერადად 25 ლარად ახვიდოდით, ახალი სეზონიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის 50 ლარამდე, უცხოელებისთვის კი 70 ლარამდე გაძვირდა. საქაღთველოს მოქალაქე ბავშვებისთვის 25 ლარი, უცხოელისთვის კი 35 ლარი ეღირება. გაძვირებულია ყველა სხვა აბონემენტიც
გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზე საბაგიროთი სარგებლობის აბონემენტი საქართველოს მოქალაქეებისთვის 30-დან 50 ლარამდე, უცხოელებისთვის 70 ლარამდე გაძვირდა. ბავშვების შემთხვევაში მოქალაქე ბავშვები 25 ლარს, უცხოელებზე კი 35 ლარამდე გადაიხდით.