ჩვენ ისეთ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, რომ უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო | თქვა დღევანდელი ქადაგების დროს, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა.
"ჩვენ ისეთ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, რომ უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო. ვინ ვინ არის უკეთ გამოჩნდა და არა არს დამალული, რომელიც საცნაურ არ იყოსო, არ არის საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდეს. ასეთ პერიოდში გვიწევს ცხოვრება და ეს ასე აუცილებლად მოხდება, ყველა გამოჩნდება ვინ ვინ არის და ეს კარგია. ბურუსში ყოფნა ძალიან რთულია, როცა ვერ არჩევ ვინ არის შენს გვერდში. შეიძლება შენი ახლობელი იყოს და უბეში გველი მყოლიაო თქვა... ჩვენ კი არ უნდა მიგვითითონ, პირიქით, ჩვენ უნდა ვამხილოთ თუ სხვა ეკლესიებში დარღვევა იქნება, მართლმადიდებლობიდან გადახვევა იქნება. ჩვენ მამხილებელი ეკლესია უნდა ვიყოთ - მამხილებელი. ამიტომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს" | თქვა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა.