საქართველომ 6 თვეში ცოცხალი ღორების რუსეთიდან შესაძენად 25 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა
საქართველომ 2026 წლის პირველ 6 თვეში ცოცხალი ღორების რუსეთიდან შესაძენად 25 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით მეტია | ინფორმაციას საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით გამოცემა ბიემჯი ავრცელებს.
გაზრდილია იმპორტირებული ცოცხალი ღორების მოცულობაც - მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 14 330 ტონა ცოცხალი ღორი შემოვიდა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-ივნისში იმპორტის მოცულობა 10 812 ტონა იყო. შესაბამისად, რაოდენობრივი ზრდა 32.5%-ს შეადგენს.
ამ პერიოდში საქართველოსთვის ცოცხალი ღორების ერთადერთი საიმპორტო ბაზარი რუსეთი იყო. საგულისხმოა, რომ რუსეთიდან ცოცხალი ღორების იმპორტის ზრდის ტენდენცია ბოლო წლებში უკვე არაერთხელ დაფიქსირდა