ეკონომიკა

სად ყიდულობენ ყველაზე ძვირადღირებულ და იაფ ბინებს თბილისში | TOP 5 უბანი

7 სექტემბერი, 2026 - 10:11

2026 წლის ივლისში თბილისში ბინების გაყიდვები წლიურ ჭრილში 22%-ით გაიზარდა და 4 409 ტრანზაქცია დარეგისტრირდა | მონაცემები „თიბისი კაპიტალის“ დედაქალაქის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, გამოცემა BPN-მა დააჯამა.

საანგარიშო პერიოდში, უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 3%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1 359 აშშ დოლარი შეადგინა.

TOP 5 უბანი, სადაც ძვირადღირებული ბინების გაყიდვების წილი ყველაზე მაღალია:

მთაწმინდა - გაყიდული ბინების 44% ყველაზე მაღალ საფასო კატეგორიაშია.

ვაკე - გაყიდვების 38% 2 500 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ბინებზე მოდის.

საბურთალო - განხორციელებული ტრანზაქციების 12% კვადრატულზე 2 500 აშშ დოლარის ღირებულებას აჭარბებს.

კრწანისი და ჩუღურეთი - ორივე უბანში 2 500 აშშ დოლარზე ძვირიანი ბინების წილი გაყიდვების 7%-ს შეადგენს.

TOP 5 უბანი, სადაც ყველაზე იაფი ბინების გაყიდვების წილი ყველაზე მაღალია:

ჩუღურეთი - გაყიდული ბინების 20%-ში კვადრატული 900 აშშ დოლარზე ნაკლები ღირს.

სამგორი - ტრანზაქციების 18% 900 აშშ დოლარამდე საფასო კატეგორიაშია.

გლდანი და ნაძალადევი - ორივე უბანში ყველაზე იაფი ბინების წილი 16%-ს შეადგენს.

დიდუბე - გაყიდვების 16% მოდის 900 აშშ დოლარამადე სეგმენტზე.

რაც შეეხება საშუალო საფასო სეგმენტს, 900 -1500 აშშ დოლარის ღირებულების ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია შემდეგ უბნებშია:

დიდი დიღომი - გაყიდული ბინების 66%.

სამგორი - 62%.

გლდანი - 58%.

ისანი - 57%.

ნაძალადევი - 49%.