ეკონომიკა

საქართველოს მარილის იმპორტი 15%-ით გაუძვირდა

31 აგვისტო, 2026 - 13:11
საქართველოს მარილის იმპორტი 15%-ით გაუძვირდა - 7 თვეში ქვეყანაში 43,462 ტონა 4.7 მილიონ დოლარად შემოვიდა.
 
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტირებული მარილის მოცულობა 48,919 ტონას, ხოლო ღირებულება $4.6 მილიონს შეადგენდა.
 
მონაცემების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში შემოტანილი 1 ტონა მარილის საშუალო საიმპორტო ღირებულება დაახლოებით $108-ს შეადგენდა. 2025 წლის იმავე პერიოდში კი 1 ტონა მარილის საშუალო ფასი დაახლოებით $94 იყო
 
მარილის მთავარი მომწოდებელი წელს თურქეთია. 2026 წლის იანვარ-ივლისში თურქეთიდან $2.1 მილიონი დოლარის 22,740 ტონა მარილი შემოვიდა. მეორე ადგილზეა ირანი, საიდანაც საქართველოში $1.2 მილიონი დოლარის 14,959 ტონა მარილი შემოვიდა, მესამე ადგილას კი აზერბაიჯანია - $649 ათასი და 3,665 ტონა.