პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს ღარიბაშვილის საქმეზე თანამშრომლობისთვის საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

8 სექტემბერი, 2026 - 16:43
ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს ღარიბაშვილის საქმეზე თანამშრომლობისთვის საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ | პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის მიღწეული შეთანხმება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა დაამტკიცა. სასამართლო სხდომას თავად ბურჭულაძე და მხეიძეც დაესწრნენ - არცერთ მათგანს სიტყვით არ უსარგებლია.
 
ჯუანშერ ბურჭულაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი და მას სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 3 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მას ასევე დაეკისრება
1 000 000 ლარის ოდენობის ჯარიმა.
 
ვასილ მხეიძეც ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი და მას სასჯელის სახით განესაზღვრება 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით