პოლიტიკა ციტატა

EU მკაცრად გმობს თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს. საქართველომ ეს პრობლემები უნდა გადაჭრას | გაეროში EU-ს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე

9 სექტემბერი, 2026 - 12:12

"ევროკავშირი საქართველოს შეახსენებს, რომ ქვეყანა ვალდებულია დაიცვას ფუნდამენტური თავისუფლებები და მოუწოდებს, გააუქმოს ან არსებითად გადახედოს ბოლო პერიოდში მიღებულ კანონმდებლობას, რომელიც ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს ძირს უთხრის.

ევროკავშირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენების გამო, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, უფლებადამცველებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული ზომების მიღების გამო.

ევროკავშირი მკაცრად გმობს თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების პატიმრობას. ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველომ ეს პრობლემები უნდა გადაჭრას, საკუთარი პოლიტიკა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს, რათა ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა აღდგეს" - განაცხადა გაეროში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მიშელ სერვონე დ’ურსომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე