პოლიტიკა ციტატა

გულდასაწყვეტია, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი ასეთი მეთოდებით ებრძვის ჩვენს გუნდს. ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ეს ნამდვილად არ ეკადრება | მაჭავარიანი

9 სექტემბერი, 2026 - 16:27

"აგენტობასთან დაკავშირებით ჩვენი გუნდიდან არავის ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ ისაა, რომ ძალიან ცუდად ემთხვევა ის, რომ ბატონი ღარიბაშვილის გავრცელებული ნარატივი წამებში აიტაცა აგენტურულმა ოპოზიციამ და ზუსტად ერთი და იგივე „მესიჯბოქსით“ საუბრობენ. მტკიცებით ფორმაში აქაც ვერაფერს ვერ ვიტყვი, უბრალოდ ძალიან ცუდი დამთხვევაა ეს ყველაფერი და, ზოგადად, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი ასეთი მეთოდებით ებრძვის ჩვენს გუნდს - ანუ ჭორაობაზე დაფუძნებული რაღაცა წერილების გავრცელება...

ისიც ძალიან უცნაურია, როდესაც ღარიბაშვილი მას შემდეგ, რაც ჩხრეკა ჩატარდა მის ბინაში, აღიარა ეს ბრალი, ითანამშრომლა, ჩაჯდა ციხეში, იგი ამბობს, რომ თურმე უდანაშაულო ყოფილა - ამას, რა თქმა უნდა, არავინ არ დაიჯერებს. ესეც არის იმ წერილების ნარატივის გაგრძელება. მას სურს ამით იმ დანაშაულის გადაფარვა, რაზეც მას ბრალი წარედგინა. ბევრჯერ გვინახავს არა მხოლოდ საქართველოში, სხვადასხვა ქვეყანაში ყოფილი პოლიტიკოსისგან ასეთი მეთოდების არჩევა, თუმცა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ეს ნამდვილად არ ეკადრება“-ამბობს ოცნების დეპუტატი მაჭავარიანი.