პოლიტიკა ციტატა

უკრაინა-მოლდოვის გამშვებ პუნქტზე რუსული დრონის იერიშმა გვაიძულა, დროებით ჩაგვეკეტა მოდლოვის საჰაერო სივრცე | სანდუ

9 სექტემბერი, 2026 - 16:32

„გუშინ რუსულმა დრონმა გვაიძულა, დროებით ჩაგვეკეტა ჩვენი საჰაერო სივრცე. დღეს რუსეთი იმ პუნქტებს არტყამს, საიდანაც ადამიანები მოლდოვაში გადადიან. რუსეთის ფრონტის ხაზი დასავლეთით მიიწევს - სწორედ ამიტომ არის უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვა გადაუდებელი“ | წერს X-ზე მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტზე იერიში მიიტანა. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ღამით რუსული დრონები გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურასა და მიმდებარე ტერიტორიას მოხვდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. მახლობლად მყოფ სამოქალაქო პირებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები.