2026 წლის პირველ 8 თვეში საქართველოსა და სირიაში ნავთობის იმპორტი სრულად რუსეთზე მოდიოდა | ანგარიში
2026 წლის პირველ 8 თვეში საქართველოსა და სირიაში ნავთობის იმპორტი სრულად რუსეთზე მოდიოდა | ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლების მიერ რუსულ ენერგორესურსებზე გლობალური დამოკიდებულების შესახებ ანგარიშშია საუბარი. დოკუმენტს თეთრ სახლში აკრედიტებული ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ ავრცელებს
ნედლი ნავთობის იმპორტის კუთხით ლიდერი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილებზე საქართველო და სირია არიან:
საქართველო: წლის პირველ 8 თვეში იმპორტირებულმა ნედლმა ნავთობმა სულ 4.6 მლნ ბარელი შეადგინა და ასივე პროცენტი რუსეთიდან შევიდა
სირია: 13.5 მლნ ბარელის იმპორტიდან რუსეთის წილმა 99.8% შეადგინა
ჩამონათვალში ასევე შევიდნენ უნგრეთი და სლოვაკეთი. ირკვევა, რომ უნგრეთის იმპორტში რუსული ნავთობის წილი 93%-ია, სლოვაკეთში კი 65%. ასევე, 55%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა კუბაში, 50% ირანში, 41% კი ბრუნეიში.
დოკუმენტის თანახმად მოცულობით უმსხვილესი მყიდველების ჩამონათვალი ასეთია:
ჩინეთი: 585 მლნ ბარელი (მთლიანი იმპორტის 25%)
ინდოეთი: 453 მლნ ბარელი (მთლიანი იმპორტის 38%)
თურქეთი: 44 მლნ ბარელი (მთლიანი იმპორტის 23%)