ეკონომიკა

ქონების გადასახადს 100 000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან - ოცნება 40 000-ლარიან ზღვარს აუქმებს

14 სექტემბერი, 2026 - 21:18

ქონების გადასახადს 100 000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან - ოცნება 40 000-ლარიან ზღვარს აუქმებს | ამის შესახებ ოცნების ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა:

 „მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურ კოორდინაციაში, რომელიც დაჩქარებული წესით იქნება მიღებული, რომ ზღვარი 40 000-დან 100 000 ლარამდე [გაიზარდოს] - 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება. ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება. ამით ქონების გადასახადის 81 000 პირს გაუუქმდება ეს გადასახადი“ [იპნ] | თქვა კირცხალიამ