არ შეიძლება, რომელიმე ერი იყოს საძულველი... პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე იქნება... ჩვენ ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად
"არ შეიძლება, რომელიმე ერი იყოს საძულველი... პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე იქნება... ჩვენ ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად", - თქვა კობახიძემ ოცნების პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის ეთერში მიმდინარე დებატებზე, რომლის თემაცაა - "რუსოფობია - რეალობა თუ პოლიტიკური იარლიყი"
"როდესაც გვიწევს სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ კონკრეტული ერის სიძულვილი არის არასწორი მოვლენა, ეს თავისთავად მეტყველებს იმ დისკურსის აბსურდულობაზე, რომელსაც ხელოვნურად გვახვევენ თავს. ნებისმიერი ჯანსაღი საზოგადოებისთვის ეს უნდა იყოს უმარტივესი ნორმა - არ არსებობს ცუდი ერი, კარგი ერი და არ შეიძლება, რომელიმე ერი იყოს საძულველი. [...] მეორე საკითხია ერებს შორის ურთიერთობა. საუბარია მეზობელ ქვეყანაზე, რომელიც ვერსად ვერ წავა, არსად არ წავა და საუბარია მეზობელ ხალხზე, რომელიც ყოველთვის აქ იქნება. პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე იქნება, ხალხი ყოველთვის დარჩება იქ, სადაც არის, ჩვენ ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად..." - თქვა კობახიძემ