ეკონომიკა

საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარამდე გაიზარდა | საქსტატი

15 სექტემბერი, 2026 - 13:46

საქსტატის განცხადებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით ანუ 177.3 ლარით გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობითვე, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 400.4 ლარი [წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4%-ით]

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 4 074.1 ლარი [გაიზარდა 9.2%-ით]

მშენებლობა - 3 496.6 ლარი [გაიზარდა 0.8%-ით]

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3 304.8 ლარი [გაიზარდა 10.3%-ით]

2026 წლის მეორე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 927 ლარი, ხოლო კაცების - 2 856.4 ლარი იყო.

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.5 ლარი [8.9%] შეადგინა, ხოლო კაცებში - 200.5 ლარი [7.6%].

საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2026 წლის II კვარტალში სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 153.8 ლარით (6.6%) და 2 471.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 463.9 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.2 პროცენტით) და პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში (3 693.0 ლარი, გაიზარდა 7.3 პროცენტით). საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერია ქ. თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.