Forbes-ის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 2.7 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული
Forbes-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის რეალური ქონება 2.7 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული, როგორც წინა წელს. მიუხედავად ამისა ივანიშვილი გლობალურ რეიტინგში 1 362-ე ადგილიდან 1 560-ე პოზიციამდეა ჩამოქვეითებული, რადგან ამ პერიოდში რეიტინგის სხვა წევრების ქონების შეფასება გაიზარდა.
როგორც გამოცემა Bm.ge წერს, 2024 წელს ქართველი მილიარდერის ქონება $4.9-მილიარდიან ნიშნულზე იყო, თუმცა, ამერიკულმა გამოცემამ მისი ქონების შეფასება 2025 წელს $2.7 მილიარდამდე შეამცირა.
განსხვავებული ვითარებაა Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის პროფილი გასულ წელს, $6.5-მილიარდიანი შეფასებით წაიშალა და ის ამჟამად ამ რეიტინგში საერთოდ აღარ არის.