ეკონომიკა
ციტატა ვამაყობთ, რომ დღევანდელ ტურბულენტურ გარემოში საქართველოს ეკონომიკამ გამორჩეული მდგრადობა, სტაბილურობა და ზრდა აჩვენა | თურნავა
18 სექტემბერი, 2026 - 12:10
"დღევანდელ ტურბულენტურ გლობალურ ეკონომიკურ გარემოში, ვამაყობთ, რომ საქართველოს ეკონომიკამ და ფინანსურმა სექტორმა გამორჩეული მდგრადობა, სტაბილურობა და ზრდა აჩვენა. ჩვენმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამან გააძლიერა ჩვენი შესაძლებლობები, გავუმკლავდეთ საგარეო შოკებს და დავიცვათ მაკროეკონომიკური სტაბილურობა" - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრის გახსნაზე, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის ორგანიზებით გაიმართა.