ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკური ზრდის კუთხით ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
"ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამმუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა. ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო ასევე საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები გაგვაჩნია. აღსანიშნავია, რომ პირველი შვიდი თვის მაჩვენებლებით საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და ჩვენი ამოცანაა, რომ ეკონომიკური ზრდის კუთხით ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ [BMG]“ | განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ ივლისის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას.