ეკონომიკა
ციტატა "ზუსტად 3 წუთში, ვიღაც ჯიბიდან მარიდებს 5000 ლარს და თავად იდებს ჯიბეში" | მევენახე კახეთიდან ყურძნის შაქრიანობის განსაზღვრის რეგულაციებზე
21 სექტემბერი, 2026 - 12:15
“კახეთში, ყველა მევენახე, ყურძნით დატვირთულ თითოეულ სატვირთო ავტომობილზე, 5000 ლარს ვკარგავთ!!!! მეგობრებო, გთხოვთ გააზიაროთ. მხოლოდ ჩემსას არა, მთელი კახეთის პრობლემაზე გესაუბრებით. რთველი 2026 დაიწყო. დღეის მდგომარეობით, მევენახე არ მეგულება, რომელსაც ათასობით ლარი ვალი არ აქვს, ვენახის მოვლის გამო აღებული.
ახალი რეგულაციებით, თუ ყურძენს, შაქრის შემცველობა 21%-ზე მეტი გამოუვიდა, 1 კილოგრამი ყურძნის ფასი, 1.5 ლარით განისაზღვრება. 21% ის დაბლა, 90 თეთრი და 17% პროცენტის დაბლა 30 თეთრი. ვენახის გასხვლა, დაკავება, გაფურჩქვნა (არასასურველი ფოთლების და წანაზარდების მოცილება), რამდენჯერმე თავის გადაჭრა. პლუს ამას, კვირტის გამოსვლის პარალელურად, არაერთხელ შეწამვლის პროცედურები. რომლებიც ათასობით ლარი ჯდება და ამას ემატება საწვავის, მშრომელი ხალხის( რომლებიც რთველში მოგყავს) დაქირავებული სატვირთო ავტომობილის და მშრომელების ტრანსპორტირების ხარჯები.
თითო დღე, მხოლოდ რთველის პერიოდს ვგულისხმობ, დაახლოებით 2000 ლარი ჯდება. ეს თანხა, საშუალო რაოდენობის ვენახის მქონე მევენახის ხარჯია. (ბევრს გაცილებით დიდი ხარჯები აქვთ).
ვის ყურძენსაც 17% დაბალი შაქრის დონე გამოუვიდა, არც მას დაუკლია რამე პროცედურა ვენახისთვის და არც მას ვისაც შედარებით მაღალი პროცენტი აქვს. ზუსტად იგივე ხარჯი ჰქონდა, რაც ყველა სხვას. როდესაც კილო ყურძენში, 30 თეთრს გადაუხდი მევენახეს, 8 ტონა ყურძენზე ( მეტს ვერ კრეფს 15-17 მშრომელი). დაახლოებით 2400 ლარს იღებს. თუ ერთი დღე 2000 ლარი უჯდება, მოგება ხო მხოლოდ 400 ლარია. ამ მოგებამ უნდა დაფაროს ვენახის მოვლის და შეწამვლის ხარჯები. რომელსაც რეალურად 30%ითაც ვერ ფარავს. რით უნდა იცხოვროს ხალხმა, გვასწავლეთ ჩვენც. როგორ გადაიტანოს ეს ზამთარი? თვალებ აცრემლებული შვილი რომ მიუვა სახლში, ფეხსაცმელში წყალი შემდის და მთლად მომეყინაო, რით უყიდოს? როგორ გადაიხადოს კომუნალურები, რომელიც თვეში 100-200 ლარზე მეტია. როგორ გამოკვებოს ოჯახი, რომლის საკვებით უზრუნველყოფაც, თვეში 1000-1500 ლარზე მეტი ჯდება (ესეც არსებობა მხოლოდ). ბანკი რომ დაურეკავს, სესხი შემოიტანეო, როგორ შეიტანოს, როდესაც თქვენ ჩაიდეთ იმ სესხის დასაფარი თანხა და სახლში აცრემლებული გამოუშვით. რამდენი ადამიანის თვალებში დავინახე ამ ორ დღეში მომავლის შიში, წარმოდგენაც არ გაქვთ. რამდენი ადამიანი ვნახე გაბრაზებული და ქვეყანაზე მომმდურავი. ეს ყველაფერი თქვენი ბრალია და არა ქვეყნის.
კახეთში, მერვე კლასელი ბავშვი რომ გააჩერო, მაგანაც კი იცის, რომ შაქრის პროცენტულობის ტესტირებისას, დღის რომელ მონაკვეთში აკეთებ ტესტს, მაგასაც კი მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის არის სხვაობა 0.1-0.2 პროცენტი. თქვენ რას შვებით ამ დროს? ადამიანო მოვა, 21%- ან 17%-ს სულ რომ 0.1% დააკლდეს, 5000 ლარს, ერთ დატვირთულ ავტომობილზე, 5000 ლარს არიდებთ ჯიბიდან.
გუშინ ჩემი ოჯახის წევრის ყურძენი გვქონდა მიტანილი. ჩვენ ჩვენი შაქრის პროცენტულობის საზომი ხელსაწყო გვაქვს ,,ბრიქსი'' იტალიური ფერარის წარმოების. რომლის ანალოგითაც ათობით წელი ხელმძღვანელობდა ყველა ქარხანა.
ათჯერ გავზომეთ შაქრიანობის დონე და ათჯერ 21.5, ან 22 % გამოვიდა ( ადგილს გააჩნია და სველია თუ არა ყურძენი მაგას)
მივიტანეთ ქარხანაზე და ჰოი საოცრებავ. გამოვიდა 19.8% ანუ, ზუსტად 3 წუთში, ვიღაც ჯიბიდან მარიდებს 5000 ლარს და თავად იდებს ჯიბეში. ვთხოვე მეორედ გაკეთება ტესტის, რაზეც სასტიკი უარი მივიღე. მერე ვთხოვე, რომ თავად აერჩიათ მტევნები და ლაბორატორიული წესით გავტესტავდით ადგილზევე და რა თქმა უნდა ამაზეც უარი.
წამოვიღე ყურძენი სახლში. თავი დამცირებულად, მოტყუებულად და გაძარცულად ვიგრძენი. გამოვუჩენ ამ ყურძენს პატრონს, ბოლოს და ბოლოს, ამდენი ხალხია და შეხვდებათ ცოტა-ცოტა, მაგრამ სამართალი სად ვნახოთ? მასწავლეთ ვინმემ რამე. ჩემი ძმა მეღვინეა! მისმა ღვინომ, გერმანიაში, ღვინის მსოფლიო ფესტივალზე, ოქროს მედალი მიიღო. რა უნდა გვასწავლონ ან ღვინის, ან ვენახის ისეთმა ხალხმა, რომლებიც ვენახში ნამყოფები არ არიან და ქარხნებზე სხედან. შილდაში ხალხმა გააპროტესტა და ქარხანა ამ წუთამდეც დაკეტილია. შესასვლელი დაკეტეს და ვერავინ და ვერაფერმა შეძლო მათ პროტესტთან გამკლავება. თქვენ რა გააკეთეთ მათი აზრის მოსასმენად? ჩამოდით მოხედეთ ამ ხალხს, თორემ ცხოვრება ბუმერანგია!“ - წერს მევენახე კახეთიდან.