წელს საქართველომ 4.5 მილიონი დოლარის ყურძენი იყიდა
წელს საქართველომ 4.5 მილიონი დოლარის ყურძენი იყიდა | ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, რომ იმპორტის ღირებულება გასული წლის 8 თვესთან შედარებით 17%-ით შემცირდა, რაოდენობა კი 21%-ით. ძირითადად საუბარია ე.წ სუფრის ყურძენზე.
ყურძნის იმპორტიორი TOP-5 ქვეყნის ჩამონათვალი:
• უზბეკეთი - 2.08 მლნ აშშ დოლარის 1 269 ტონა;
• სომხეთი - 1.3 მლნ აშშ დოლარის 1 430 ტონა;
• ირანი - 470.32 ათასი აშშ დოლარის 240.8 ტონა;
• ნიდერლანდები - 414.7 ათასი აშშ დოლარის 100.2 ტონა;
• თურქეთი - 169.5 ათასი აშშ დოლარის 172.1 ტონა.
გამოცემა წერს, რომ 8 თვეში, საქართველომ 237.1 ათასი აშშ დოლარის 132.3 ტონა ყურძენი გაყიდა, თითქმის იგივე მოცულობა რაც 2025 წლის საანგარიშო პერიოდში. კლება 0.8%-ია. ძირითადი საექსპორტო ბაზრები კი სომხეთი, რუსეთი და აზერბაიჯანია.