ეკონომიკა

საქართველომ წელს 1.4 მილიონი დოლარის კვერცხი იყიდა

23 სექტემბერი, 2026 - 13:37
საქართველომ წელს 1.4 მილიონი დოლარის კვერცხი იყიდა | ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველომ 53.6 ათასი აშშ დოლარის 1 018 ერთეული კვერცხი იყიდა. ზრდა 2 620%-ია. მთავარი მომწოდებელი თურქეთია. იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ბელარუსია. მეფრინველეთა ნაწილი კი პირად საუბრებში ამბობს, რომ იმპორტის ზრდის მიზეზი საქართველოში ფრინველის დაავადებით გამოწვეული კვერცხის დეფიციტი გახდა.