ეკონომიკა
ერთ თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 35-45 თეთრით გაიზარდა
24 სექტემბერი, 2026 - 14:03
ერთ თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 35-45 თეთრით გაიზარდა | ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობი 70%-ით არის გაძვირებული. მათივე ცნობით, დღეს ნავთობის ფასი საშუალოდ 2,5%-ით გაიზარდა და ბარელი Brent-ის ღირებულებამ დღეს 106 დოლარს გადააჭარბა, ხოლო WTI-ის ფასი 95 დოლარის ფარგლებშია. ნავთობის გაძვირება ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასების ზრდას იწვევს, რის გამოც ერთ თვეში საქართველოში ბენზინის ფასი დაახლოებით 35-45 თეთრით გაიზარდა. ბუნებრივ აირი კი წლის განმავლობაში თითქმის 160%-ით არის გაძვირებული.