საქართველომ წელს რუსეთიდან 18 100 000 მილიონი დოლარის ღირებულების 4 420 ტონა შოკოლადი შეიძინა
საქართველომ წელს რუსეთიდან 18 100 000 მილიონი დოლარის ღირებულების 4 420 ტონა შოკოლადი შეიძინა | ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 თვეში, ქვეყანამ 12 655 ტონა შოკოლადი იყიდა, რომლის საერთო ღირებულებაც 136.7 მლნ დოლარი იყო.
მათივე ცნობით, მონაცემები დიდად არ შეცვლილა გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით, რომლის მიხედვითაც საქართველოში 125 მილიონი დოლარის 12 109 ტონა შოკოლადი შემოვიდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, წელს 1 კილოგრამი ტკბილეულის ფასი 10.80 დოლარია, მაშინ, როცა შარშან ის 10.33 დოლარი ღირდა.
ტოპ-5 იმპორტიორი ქვეყანა, რომლისგანაც საქართველომ წელს შოკოლადი ყველაზე დიდი რაოდენობით შეიძინა:
• რუსეთი - 18.1 მლნ დოლარის 4 420 ტონა;
• უკრაინა - 17.2 მლნ დოლარის 2 979 ტონა;
• პოლონეთი - 6 მლნ დოლარის 469 ტონა;
• თურქეთი - 4.9 მლნ დოლარის 1 060 ტონა;
• სომხეთი - 4.8 მლნ დოლარის 742 ტონა.