პოლიტიკა

ჩვენი ვალია, ისეთი ძლიერი, მშვიდობიანი და გაერთიანებული ქვეყნის შენება, სადაც დაბრუნება ყველასთვის ღირსეული და სასურველი იქნება | კალაძე

27 სექტემბერი, 2026 - 12:30

ჩვენი ვალია, ისეთი ძლიერი, მშვიდობიანი და გაერთიანებული ქვეყნის შენება, სადაც დაბრუნება ყველასთვის ღირსეული და სასურველი იქნება | ამის შესახებ წერს კახა კალაზე სოციალურ ქსელში.

"27 სექტემბერი უმძიმესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დიდება და პატივი იყოს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების, ომს შეწირული მშვიდობიანი მოსახლეობის!!! 33 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა საქართველომ დაკარგა არა მხოლოდ ქალაქი, არამედ ქვეყნის გული. ვერ გაანელა დრომ ის ტკივილი, რომელიც ამ ომმა დაგვიტოვა - დაღუპული ადამიანები, ასობით ათასი დევნილი, დაკარგული ისტორიული მიწა და, რაც ყველაზე მთავარია, სურვილი - საკუთარ სახლში დაბრუნების. მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია. ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული. ჩვენი ვალია, ისეთი ძლიერი, მშვიდობიანი და გაერთიანებული ქვეყნის შენება, სადაც დაბრუნება ყველასთვის ღირსეული და სასურველი იქნება. აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველო!" | წერს კალაძე.