რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოში კიდევ 20-ზე მეტი რუსული ქალაქიდან ფრენების ნებართვას ითხოვს
რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოს მიმართულებით ფრენების გაფართოებას გეგმავს.
კომპანიამ რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სააგენტოს [როსავიაცია] თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ახალი რეისების დასანიშნად ნებართვების მისაღებად უკვე მიმართა.
რუსულ ავიაკომპანიას საქართველოში ფრენა დამატებით 20-ზე მეტი რუსული ქალაქიდან სურს - თბილისის მიმართულებით 6, ბათუმის კი - 17 ქალაქიდან.
Red Wings-ს რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის უკვე აქვს რეგულარული და სეზონური რეისები. რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის მაისში, პუტინის განკარგულებით აღდგა.