პოლიტიკა

კახეთში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის გიორგი შველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

29 სექტემბერი, 2026 - 11:55

კახეთში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის გიორგი შველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა | გადაწყვეტილება თელავის სასამართლოში გამოცხადდა

 

“23 წლის ბიჭი ვარ, მინგრევენ ცხოვრებას, მომავალს მინგრევენ. ყველამ იცის, რომ უდანაშაულო ვარ. მთელი სოფელი ხელწერილს დაწერს, რომ არაფერი დამიშავებია. ეს ამბავი რომ მოხდა, არ ვიცოდი. მკვლელობა როდის მოხდა, არ ვიცი. სიძესთან ვიყავი და გამომიყვანეს სახლში. ღამის 3 საათი იყო, როცა სახლში მივედი. ვიყავი მთვრალი და მეძინა. დილით გამოიარა სახანძრომ და სასწრაფომ. მაშინ მითხრეს, ბაბო მოუკლავთო. დამიგულეს, უპატრონო ბიჭია, გაჭირვებულიაო, მე მტენიან..." [იპნ] | თქვა მან სასამართლო პროცესზე