საზოგადოება

ენგურჰესიდან წყლის გაშვების შედეგად სოფელი ტყაია დაიტბორა

1 ოქტომბერი, 2026 - 10:40
ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ სოფელ ტყაიაში სახლების დატბორვა გამოიწვია | ინფორმაციას ტყაიას ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს და წერს, რომ ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. მოსახლეობას მოუწოდებენ, წყლის სახლში შესვლის ან დონის მატების შემთხვევაში გამორთონ ელექტროენერგია, საჭიროების შემთხვევაში გადავიდნენ უსაფრთხო ადგილზე ან შენობის ზედა სართულზე და დახმარებისთვის დაუკავშირდნენ 112-ს.