საზოგადოება

ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტმა და მისმა მეგობარმა სამედიცინო პერსონალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სამედიცინო ინვენტარი დააზიანეს

2 ოქტომბერი, 2026 - 16:50
ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტმა და მისმა მეგობარმა სამედიცინო პერსონალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სამედიცინო ინვენტარი დააზიანეს | ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს და წერს, რომ ინციდენტში მონაწილე ორი კაცი დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
 
როგორც გამოცემას კლინიკის დირექტორმა, ლაშა რომანაძემ უთხრა, კაცები სამედიცინო დაწესებულებაში პირველადი დახმარების მისაღებად შევიდნენ. მისი თქმით, ისინი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ და კლინიკის ერთ-ერთი მედპერსონალის მიერ გაწეულ დახმარებაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდნენ.
 
მათივე ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად დაზიანებები მიიღეს კლინიკის თანამშრომლებმა. კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, მედპერსონალი გამოიკითხა და თანამშრომლები ექსპერტიზაზეც გადაიყვანეს. ექსპერტიზამ მედპერსონალსა და განყოფილების ხელმძღვანელს მრავლობითი დაზიანებები დაუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს