პუტინის ტაქტიკაა, მაქსიმალურად მოახდინოს კონფლიქტის ესკალაცია და ის ამას გააკეთებს | ზელენსკი
"პუტინის ტაქტიკაა, მაქსიმალურად მოახდინოს კონფლიქტის ესკალაცია და ის ამას გააკეთებს. რაც უფრო ახლოვდება კონგრესის შუალედური არჩევნები ტრამპის პრეზიდენტობის დროს, მით უფრო აქტიურად იმოქმედებს ის... მსოფლიო შეიძლება დარწმუნებული იყოს კრემლის განცხადებებში და იმაში, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად პუტინი გააძლიერებს მოქმედებებს საკუთარი ძალის საჩვენებლად... რუსეთს არ ეშინია ევროპელების და არ რეაგირებს სანქციებზე" | განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა ტრამპის წარმომადგენლებთან, ჯარედ კუშნერთან და სტივ ვიტკოფთან შეხვედრა, რომლებიც კიევს 6 სექტემბერს ეწვივნენ.
"მე გავაფრთხილე ისინი, რომ განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ გახდებოდნენ მასშტაბური თავდასხმების მოწმენი, რომლებიც პირდაპირ იმოქმედებდა მშვიდობიან მოსახლეობაზე“ | აღნიშნა ზელენსკიმ.