უცხოეთი

რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომელი 28 წლის ქალი შავი ჭირით გარდაიცვალა - კონტაქტში მყოფი 190 ადამიანი კარანტინში მოათავსეს

3 ოქტომბერი, 2026 - 00:21
რუსეთში 28 წლის ქალი შავი ჭირისგან გარდაიცვალა - კონტაქტში მყოფი 190 ადამიანი კარანტინში მოათავსეს | ინფორმაციას გამოცემა UNN ავრცელებს და წერს, რომ გარდაცვლილი დარია შიპილოვა შავ ჭირთან მებრძოლ სპეციალიზებულ დაწესებულებაში მუშაობდა. მათივე ცნობით, 25 სექტემბერს, სამუშაო პროცესში, მას შემთხვევით გაუტყდა სინჯარა, რომელიც ფილტვის შავი ჭირის გამომწვევს შეიცავდა. გამოცემა წერს, რომ ახალგაზრდა ქალი 2 ოქტომბრის ღამეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ბურიატის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ალექსეი ციდენოვმაც დაადასტურა.
 
ეპიდემიოლოგებმა გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი 197 პირი გამოავლინეს, რომელთაგან 189 მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ირკუტსკის ოლქის გუბერნატორის, იგორ კობზევის განცხადებით, იზოლირებულ პირებს დაავადების სიმპტომები ჯერჯერობით არ აღენიშნებათ და ლაბორატორიული ტესტების პასუხები უარყოფითია.
 
რუსეთში ადამიანის შავი ჭირით ინფიცირების ბოლო შემთხვევა 2016 წელს, ალთაის რესპუბლიკაში დაფიქსირდა, სადაც 10 წლის ბავშვი ველური ზაზუნას გატყავებისას დაინფიცირდა.