ლიეტუვა უკრაინაში შექმნილ სისტემას, SkyFortress-ს განათავსებს, რათა დაბალ სიმაღლეზე მფრინავი დრონები და ფრთოსანი რაკეტები დააფიქსიროს
ლიეტუვა უკრაინაში შექმნილ სისტემას, SkyFortress-ს განათავსებს, რათა დაბალ სიმაღლეზე მფრინავი დრონები და ფრთოსანი რაკეტები დააფიქსიროს - ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, SkyFortress იფუნქციონირებს, როგორც საჰაერო სივრცის მეთვალყურეობის ექსპერიმენტული სისტემა, რომელსაც ობიექტების ამოცნობა მათი აკუსტიკური ან ელექტრომაგნიტური მახასიათებლებით შეეძლება. სისტემა იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა რეალურ დროში მოახდინოს აღმოჩენილი საფრთხეების კლასიფიცირება და მათზე თვალყურის დევნება. „ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერი ნულიდან შევქმნათ, ჩვენ ვარგებთ სისტემებს, რომლებიც უკვე მუშაობს უკრაინაში“ - განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა რობერტას კაუნასმა.
სექტემბერში, ლიეტუვა თავად დადგა ამ გამოწვევის წინაშე პირისპირ, როდესაც NATO-ს გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს ბელარუსიდან ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეჭრილი ამოუცნობი დრონი, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბალტიის რეგიონში ამოცნობის გაუმჯობესებული შესაძლებლობების გადაუდებელ საჭიროებას.