უკრაინა ბალისტიკური რაკეტების მწარმოებელ 12 ქვეყანას შორის მოხვდა
უკრაინა ბალისტიკური რაკეტების მწარმოებელ 12 ქვეყანას შორის შევიდა. უკრაინამ საბრძოლო პირობებში პირველად გამოიყენა საკუთარი ბალისტიკური რაკეტა FP-7.
გამოცემა The Wall Street Journal-ის მონაცემებით, ამის შემდეგ ქვეყანა შეუერთდა სახელმწიფოთა იმ მცირე ჯგუფს, რომლებსაც დამოუკიდებლად შეუძლიათ მსგავსი შეიარაღების წარმოება.
FP-7 უკრაინულმა კომპანია Fire Point-მა შეიმუშავა. რაკეტის მოქმედების რადიუსი დაახლოებით 250 კმ-ია, ის 60 კმ-მდე სიმაღლეზე ადის და 200 კგ-ზე მეტი მასის საბრძოლო ქობინი გადააქვს. WSJ აღნიშნავს, რომ წარმოების მასშტაბი შესაძლოა შეიზღუდოს უკრაინის თავდაცვითი მრეწველობის სიმძლავრეებითა და ფინანსებით. უკრაინის გარდა, ბალისტიკური რაკეტების წარმოების უნარის მქონე ქვეყნების რიცხვში შედიან აშშ, ჩინეთი, საფრანგეთი, ირანი და რუსეთი. უკრაინის მიერ, ადგილობრივი წარმოების FP-7 ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტის გამოყენების თაობაზე ინფორმაცია პრეხიდენტმა ზელენსკიმ 2 დღის წინ გაავრცელა.